18 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში - თანამშრომლები გაუცემელი ხელფასების გამო დირექტორს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. თანამშრომლები დირექტორისგან კუთვნილ ხელფასს ითხოვდნენ.

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისგან განმარტებები მოითხოვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემაც. მან დღეს დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თავად დირექტორმა გაორმაგებული ხელფასი მიიღო.

ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიბლიოთეკაში თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა და ის დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებით.

ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარიას განცხადებით, მან ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს გამო მიიღო. თანამშრომლებს კი ხელშეკრულებები მიმდინარე თვეს გაუფორმეს. 

"მე ვმუშაობდი და ავიღე. თებერვლის თვიდან გამოვიძახე თანამშრომლები . ხელშეკრულება დაიდო თებერვლის თვიდან,“-განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ.

დღის ამბები