18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
„ვინც ის მოკლა, თვითონ უნდა მომკვდარიყო"- ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი ქართველის ნათესავები

ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი კითხვებზე პასუხს ითხოვს. სოფელ წილკანში, სადაც დაღუპულის ოჯახი ცხოვრობს, ცხინვალის რეჟიმის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის, რომ ცხინვალის იზოლატორის ის კიბიდან დაგორდა და მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა, არ სჯერათ.

ტატუნაშვილის ნათესავები ითხოვენ, სასწრაფოდ დადგინდეს თუ რა ვითარებაში დაიღუპა ცხინვალის ციხეში ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილე საქართველოს მოქალაქე.

მათი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი ხშირად დადიოდა ოკუპირებულ რეგიონში, სადაც მისი ბებია ცხოვრობდა. მას არ ჰქონდა არანაირი ბიზნესი, თუმცა გარკვეული პერიოდულობით მას ადგილზე ტვირთი შეჰქონდა.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ქართველი სამხედროს დაღუპვის ფაქტზე სასწრაფო გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„ვინც ის მოკლა, თვითონ უნდა მომკვდარიყო,“- განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა, მანანა ტატუნაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები