18 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს უვადოდ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადოს

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს უვადოდ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადოს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, იმ დრომდე სანამ პარლამენტი არ შეიტანს საკანონმდებლო შესწორებებს, იუსტიციის საბჭომ უნდა შეაჩეროს უვადოდ დანიშვნის პროცესი.

„პირველ რიგში მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, ის გირგვლიანის შესწორებები, რომელზეც მე სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი ბოლო ერთი თვეა უკვე, შესწორებები რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში. ეს შესწორებების ინიციატივა არ უნდა დავივიწყოთ. უახლოეს მომავალში ის, რაც ვთქვით უნდა ამოქმედდეს. ვერ დაივიწყებს საზოგადოება უკვე მერამდენედ ამ ინიციატივას და მეორე, მინდა მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს მანამ, სანამ ეს შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე განახორციელოს მორატორიუმი. მე არ ვამბობ რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე განმარტება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.   

დღის ამბები