18 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
მეწყრის დროს ჩამოტანილი ლოდების გამო, ცაგერში მცხოვრებ 4 ოჯახს უამინდობის დროს ღამის გათენება ქუჩაში უწევს

ცაგერის რაიონის სოფელ ქვედა ცაგერში ოთხი ოჯახი, უკვე ერთი თვეა, ყოველი წვიმის დროს სახლებს ტოვებს. მეწყერისაგან ჩამოტანილი ლოდები მათი სახლებიდან რამდენიმე მეტრშია გაჩერებული. ერთი თვის წინ ცაგერი-გვესოს დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა, რომელიც სოფელს წალეკვით ემუქრება. ბოლო ათი დღის განმავლობაში მეწყერი კიდევ უფრო მიუახლოვდა სახლებს. გეოლოგებმა მოსახლეობა გააფრთხილეს წვიმის დროს სახლიდან გასულიყვნენ. გამოსავალი ლოდების დაშლაა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. 

დღის ამბები