18 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ხანძარი ფოთში - დაშავებულია 10 წლის ბავშვი

10 წლის ბავშვი დაშავდა ფოთში, სადაც ცეცხლი გვიან ღამით ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა.

შენობაში დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ.

ხანძრის შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

მან დამწვრობა ქვედა კიდურების და მტევნის არეში მიიღო. ექიმების განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები