19 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
მზად ვართ გამოძიების მხარდასაჭერად - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არჩილ ტატუნაშვილზე

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მისიის პრეს-სპიკერმა ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს მიუსამძიმრა და გამოძიების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსამძიმრებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშივლის ოჯახს. სადამკვირვებლო მისია საკუთარი უფლება-მოსილების ფარგლებში ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს. მისიის ცხელი ხაზი კვლავ აქტიურად გამოიყენება ამ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაცვლელად. მზად ვართ გამოძიების მხარდასაჭერად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და სხვა შესაბამისი ფორმატების ფარგლებში,“ - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერმა  დეზ დოილიმ.

ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.

დღის ამბები