18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
დღეს გიორგი სანაიას 43 წელი შეუსრულდებოდა

24 თებერვალი გიორგი სანაიას დაბადების დღეა. დღეს გიორგი 43 წლის გახდებოდა.

რუსთავი2-ის ჟურნალისტი და ცნობილი ტელეწამყვანი 2001 წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

მისი მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

გიორგი სანაიას ოჯახი დღეს პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

მკვლელობის ახალი გარემოებების შესახებ საზოგადოებამ ერთი კვირის წინ PS-ში გასული სიუჟეტიდან შეიტყო, სადაც ერთ-ერთი პატიმარი გიორგის შეკვეთილი მკვლელობის შესახებ საუბრობდა, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა.

კოტე ციხისთავის ინფორმაციით, გიორგი სანაია ხელისუფლების დავალებით, ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა, შოთა ჭიჭიაშვილმა, მოკლა. 

დღის ამბები