18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ენმ კრწანისში მდებარე ბიბლიოთეკის ზემო ფონიჭალაში გადატანას პეტიციით გააპროტესტებს 

კრწანისის რაიონში მდებარე ბიბლიოთეკის ზემო ფონიჭალაში გადატანის გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა სპეციალური პეტიციით გააპროტესტებს.

ხელმოწერების შეგროვებას ოპოზიციური პარტია ხვალიდან დაიწყებს.

ბიბლიოთეკის გადატანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ოფიციალური მიზეზის დასახელების გარეშე მიიღო. ეს არის ერთადერთი ბიბლიოთეკა ამ რაიონში, რომლითაც ახალგაზრდები და მოზრდილი თაობის ადამიანები მისი დაარსების დღიდან სარგებლობენ.

„ჩვენ ამ ხალხს მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით, უპირველეს ყოვლისა, მკითხველებს, რომლებიც სარგებლობენ ამ ბიბლიოთეკით იმიტომ, რომ ეს რაიონში ერთადერთი ბიბლიოთეკაა და ამ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, რომლებმაც ათწლეულების გამავლობაში მიზერული ხელფასების პირობებში საკუთარი მხრებით მოიტანეს ეს ბიბლიოთეკები, რათა მკითხველები შეენარჩუნებინათ. ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ, რომ თბილისში კი არ დაიხუროს ბიბლიოთეკები, არამედ უფრო გამრავლდეს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

„მკითხველთან, ბიბლიოთეკარებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ პეტიცია, რომელზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და თბილისის მერია იქნებ, როგორმე ვაიძულოთ, ხელი აიღოს ბიბლიოთეკების დახურვისგან,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები