18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
”აწარმოე საქართველოში” სააგენტოს ბენეფიციარები ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

”აწარმოე საქართველოში” სააგენტოს ბენეფიციარები ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა კერძო სექტორის განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა იყო. სააგენტო ბენეფიციარებს ეკონომიკური საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება, გააცნობს ბიზნეს გარემოს და ტექნიკურ დახმარებას შესთავაზებს.

შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებული პირები მათთვის სასურველი ბიზნეს კომპანიების საქმიანობასაც გაეცნობიან.

„ჩვენი მიზანია, ჩვენმა ბენეფიციარებმა მიიღონ ახალი ინფორმაციები და მიიღონ მათ დამატებით ის სერვისები, რომლებსაც ქართული საკონსულტაციო კომპანიები სთავაზობენ. და თავის მხრივ, ახალი ქართული საკონსულტაციო კომპანიებისთვის მოხდება ბაზრის გაფართოება, მოხდება მათი სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება ქართული კომპანიებისთვის, რაც რა თქმა უნდა, ორივე მხარისთვის არის ურთიერთსასარგებლო,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა.

დღის ამბები