18 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
საქართველო-უკრაინის საუკუნოვანი დიპლომატიური ურთიერთობები - უკრაინაში მდებარე საქართველოს საელჩოში  სპეციალური შეხვედრა გაიმართა 

საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავისა და საქართველო-უკრაინის საუკუნოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად, უკრაინაში, საქართველოს საელჩოში, სპეციალური შეხვედრა გაიმართა.

უკრაინის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გელა დუმბაძეს, შეხვდნენ.

ღონისძიებას ოცამდე ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენელი, მათ შორის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის, პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელები დაესწრნენ. შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივ ურთიერთობაში ანალიტიკური ცენტრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„აქ ჩვენ წარმოვადგინეთ რეიტინგები, სადაც საქართველო არის მოწინავე ადგილებზე, როგორც ბიზნესის, ასევე სიტყვის თავისუფლების სფეროში და შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება ინტენსიური, თანმიმდევრული,“ - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, გელა დუმბაძემ.

დღის ამბები