30 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ამის შესახებ რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და ისინი ცეცხლის საბოლოოდ ჩაქრობის სამუშაოებს ახორციელებენ.  

ცეცხლი პლასტმასის მილებს მოედო, რომელიც საწყობის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში, იყო განთავსებული. 

 

დღის ამბები