18 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს 2 მოქალაქის გათავისუფლებაზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დეფაქტო ხელისუფლებასთან ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები