18 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
დაუსჯელი მკვლელობა - გიგა ოთხოზორიას ოჯახის აზრით, ხელისუფლებამ ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის საქმე დაივიწყა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ, თითქმის, ორი წელი გავიდა. ოკუპანტების მიერ მოკლული 31 წლის ახალგაზრდას ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ოთხოზორიას დედა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მისი შვილის საქმე დაივიწყა, ისევე როგორც მისი ოჯახი.

ოკუპანტების მიერ მოკლულ ახალგაზრდას ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და მოხუცი დედ-მამა დარჩა.

დაახლოებით, ორი წლის ქართველი ახალგაზრდა ხურჩაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს. გიგა ოთხოზორიას 6-ჯერ ესროლეს. მკვლელმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

საოკუპაციო ხაზთან ქართული ბლოკ საგუშაგო აღარ არსებობს. 2012 წლის შემდეგ საგუშაგოების უმეტესობა გაუქმდა.

საქართველოს მხარემ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მკვლელობის მომენტში კადრებში სხვა პირებიც ჩანან, რომელთა სახელებიც ცნობილია, თუმცა ალიას ცვეიბას, ბესიკ კუტოღლის, არკადი კვეკვესკირის და სერგეი კორტენკოს გვარები ქართველ სამართალდამცველებს არ უხსენებიათ.

ოთხოზორიას მკვლელი ოკუპანტებმა ჯერ დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას ოჯახი საკუთარი ძალებით ცდილობს. ოჯახმა რუსეთს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთზე კონტროლს ახორციელებს, სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

 

 

 

დღის ამბები