18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პრობლემაა - თათა ცოფურაშვილი ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრობს

„ქალთა მკვლელობა, ძალადობა არის სოციალური პრობლემა ქვეყანაში,“ - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, თათა ცოფურაშვილმა განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თათა ცოფურაშვილის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა კომლექსურია.

„როდესაც ასეთ საგანგაშო ფორმებს იღებს გარკვეული პრობლემა, ჩვენი ინდივიდუალური მსხვერპლისადმი ვერ გავიშვერთ ხელს და ვერ ვიტყვით, რომ მან, ინდივიდუალმა ქალმა პრობლემა უნდა მოაგვაროს. აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პრობლემაა,“ - განაცხადა თათა ცოფურაშვილმა. 

დღის ამბები