„ბავშვის თემით მანიპულირებას აპირებენ ჩემი ყოფილი მეუღლის მხარე. ბავშვის იურიდიული მისამართის შეცვლა მოხდა თბილისიდან ქუთაისში, რათა ქუთაისის სასამართლომ განიხილოს საქმე,“ - ამის შესახებ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში დაზარალებულმა დეა გოშხეთელიანმა განაცხადა.
მან იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ჩემს ყოფილ მამამთილს, რომელიც არის ხონის ფსიქიატრიულის დირექტორი და ჩემს ყოფილ მეუღლეს, გიგა ბაკურაძეს, არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, რომ ჰყავდათ მეგობრები ქუთაისის სასამართლოში. მათი ერთ-ერთია ადვოკატი არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ივანე აფრიდონიძე, რომელიც, მათი თქმით, რაღაც საკითხებში დაეხმარებოდა," - აღნიშნა გოშხეთელიანმა.
დეა გოშხეთელიანის თქმით, მისი მეუღლე, გიგა ბაკურაძე, მასზე ფიზიკურად და ფსიქტოლოგიურად ძალადობდა.