18 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაცვის მხრიდან მოპოვებული იქნა მტკიცებულებები - დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმრის ოჯახის ადვოკატი

„ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაცვის მხრიდან მოპოვებული იქნა მტკიცებულებები,“ - ეს განცხადება დეა გოშხეთელიანის ყოფილი მეუღლის ოჯახის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

ადვოკატის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც საქმის ვითარებას მთლიანად ცვლის და საზოგადოება შეიტყობს, თუ ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი.

უფლებადამცველის თქმით, მტკიცებულებებს მალე გაასაჯაროებენ.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძირითად ინფორმაციას საზოგადოება და მედია ღებულობდა მხოლოდ ერთი მხრიდან, გოშხეთელიანებს ოჯახიდან. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც დაცვის მხარიდან მოპოვებული იქნა მტკიცებულებები. ეს არის აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად სხვაგვარად ასახავს მთელ ამ ვითარებას. ექსპერტიზა ჩაატარა ქალბატონმა მარინა ტოტლიკიშვილმა. ეს აუდიოჩანაწერი ცვლის მთლიანად საქმის გარემოებას. ასევე, ცვლის საქმის გარემოებას სასამართლო სამედიცინო ექსპერტების დასკვნები, როგორც დამოუკიდებელი ექპერტის, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები," - აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ოჯახურ კონფლიქტში სამართალდამცველები მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც გრიგოლ ბაკურაძემ დეა გოშხეთელიანს და მის მამას სცემა. 

დღის ამბები