„ძალადობაზე საუბარი ქალებს იმიტომაც უჭირთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს მსხვერპლ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერების ინიციატივები,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მან ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზე ისაუბრა.
„ფემიციდის შემთხვევებზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, გვხვდება საზოგადოების დამოკიდებულება, ე.წ. დუმილის კულტურა, მეორე მხრივ, გვხვდება შემთხვევები, როდესაც არაეფექტიანი რეაგირება მეტწილად განაპირობებს იმას, რომ სასტიკი ძალადობის ფორმებით ხორციელდება ძალადობა,“ - განაცხადა ეკა სხილაძემ.