არქეოლოგებმა ეგვიპტეში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. კაიროს სამხრეთით მდებარე ნეკროპოლში სპეციალისტებმა 40 ქვის სარკოფაგი, ათასამდე პატარა ქანდაკება და სამკაულები იპოვეს იეროგლიფური წარწერით: "ბედნიერი ახალი წელი".
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არქეოლოგიურ გათხრებს ადგილზე კიდევ 5 წელი დასჭირდება. ეგვიპტის სიძველეების მინისტრის განცხადებით კი, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩენა ქვეყანაში ტურისტული ნაკადის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.