რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც „რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.