18 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
მუშები GWP-ის წინააღმდეგ -დასაქმებულები სამუშაო დროის ზრდას და ხელფასის იგივე ოდენობით დატოვებას აპროტესტებენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კონტრაქტორი კომპანიების მუშები უპირისპირდებიან. ისინი სამუშაო დროის ზრდას და ხელფასის იგივე ოდენობით დატოვებას აპროტესტებენ.

მათ აქცია ფეიქრების ქუჩაზე მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთ ობიექტთან გამართეს. აქციის მონაწილეებს კომპანიის ხელმძღვანელები შეხვდნენ, თუმცა მათი თქმით, უშედეგოდ. კონტრაქტორები აცხადებენ, ხელმძღვანელებისგან მათ ვერ მოისმინეს პრობლემის მოგვარების რეალური სურვილი, რის გამოც მუშაობაზე უარს აცხადებენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცულები იქნებიან.

ბოიკოტს ამ ეტაპზე 200-მდე მუშა აცხადებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეთანხმება ახალი სამუშაო გრაფიკის დაქირავებულ კონტრაქტორებთან და ამ პროცესში შეჯერდება საბოლოო პოზიციები რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. 

დღის ამბები