18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
"ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გარდაცვლილი იქნეს გადმოსვენებული საქართველოში"-მათიკაშვილი ცხინვალში გარდაცვლილი ტატუნაშვილის საქმეზე საუბრობს

"საქართველოს ხელისუფლება აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ გარდაცვლილი იქნეს გადმოსვენებული საქართველოში,"-ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე საუბრისას გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს გადმოსვენებისთვის და ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.

„ეს არის კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ რა მძიმეა ოკუპაცია და ოკუპაციის ის მდგომარეობა საქართველოსთვის,  დღეს რა რეჟიმშიც ვიმყოფებით. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ გარდაცვლილი იქნეს გადმოსვენებული საქართველოში. ჩვენ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნეს შემცირებული ის უარყოფითი ეფექტი, რაც ოკუპაციას თან ახლავს,“-განაცხადა მათიკაშვილმა. 

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძის თქმით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე იყოს დაცული.

„ჩვენთვის ძალოვან მტკივნეულია ის რაც მოხდა ცხინვალში. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული. არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები