აქცია რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ცხოველების წამების გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ. ბოლო ფაქტი ნაძალადევის რაიონში მოხდა, სადაც ნაწამები და შემდეგ დანაწევრებული ძაღლის ლეკვი იპოვეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან საკუთარი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ცხოველთა წამების ფაქტები უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესად დასჯილები.
„მართლა მაწუხებს ცხოველების ბედი. განსაკუთრებით უპატრონო ცხოველების. ძალიან კარგია მერიის მხრიდან ცხოველთა შეფარება, თუმცა სამწუხაროდ თუ კანონი არ გამკაცრდა ეს შვებას იმ ლეკვებს არ აძლევს ვინც მანიაკების ხელში ვარდებიან,“-განაცხადა მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ.