18 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
"ეს ვანდალიზმია ქალაქის წინაშე," - ოპოზიციური პარტიების წევრები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ

შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების კვეთაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური პარტიების წევრებიც აპროტესტებდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური  მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზალიკო უდუმაშვილი,  მიმდინარე მშენებლობას ვანდალიზმს უწოდებს.

„ვის მოუვიდა აზრად, რომ ნებართვა გაეცა აქ მშენებლობაზე, ეს კლდე ჩამოენგრიათ მთლიანად, რომელსაც კუს ტბა ესაზღვრება მეორე მხრიდან. ეს ხომ დანაშაული და ვანდალიზმია ქალაქის წინაშე,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

გამცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

„ძალიან კარგია, რომ პეტიცია იქმნება და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, რომ ეს ტენდენცია გაჩერდეს,“ - აცხადებს ვაჩეიშვილი.

ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარიაც.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამაზე პასუხი, რომ მათ ნახონ რომ ამას მოყვება პროტესტი და როგორც თავისი ეზო და ორღობე, ისე არ ექცეოდნენ ჩვენ ქალაქს,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები