დიდ დიღომში იოანე პეტრიწის 8 ნომერის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს. იგება 4 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი გზის საფარი, იცვლება ბორდიურები. სამუშაოები ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. ამისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარი გამოყო. დიდ დიღომში მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა, გამგებელთან ერთად დაათვალიერა.
"ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც მიმდინარეობს გზის მოწესრიგება, ძალიან ბევრ კორპუსს, აქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ ეგ პრობლემა . ძალიან დიდი იყო მოთხოვნა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე მოხდება სკვერების მოწესრიგება. გაზაფხულიდან საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით,“-განაცხადა კახა კალაძემ.