ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს. ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის დაყენებას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ბრიუსელში გეგმავს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილს მშობლიურ სოფელში სავარაუდოდ, ხვალ გადაასვენებენ. ოჯახმა ტატუნაშვილის მამის ინფორმაციით დაგვიანების მიზეზი ექსპერტიზის ჩატარებაა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარს ადგილზე ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან რომ ის მოკლეს.
პარალელურად, ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი მეგობრები იოსებ პაპუნაშვილი და ლევან ქიტუაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილი, სოსო პავლიაშვილი და ლევან ქიტუაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს დააკავა და ცხინვალის ციხეში გადაიყვანა. მომდევნო დღეს კი საოკუპაციო რეჟიმმა თქვა, რომ ტატუნაშვილი თითქოს კიბეზე დაგორდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.