ხანძარს სამეგრელოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სოფელ თარგამულში, ქირიების სახლში გაჩნდა. ამ დროს სახლში მხოლოდ 41 წლის ჯონი ქირია იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამი იყო. ხანძარი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ხის სახლი.