18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ოკუპაციის დღე - უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს დილიდან პატივს მიაგებენ

საქართველოში ოკუპაციის და გასაბჭოების ტრაგიკული დღე გაიხსენეს. კოჯრის მისადგომებთან, სადაც ქართველმა იუნკერებმა უთანასწორო ბრძოლა გამართეს დამპყრობლების წინაშე დილიდან ხალხმრავლობა იყო. საქართველოს გასაბჭოების მოწინააღმდეგე გმირულად დაღუპულ ახალგაზრდებს პატივი საქართველოს პრეზიდენტმა მიაგო.

იუნკერების მემორიალთან დღის ყველაზე პირველი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი 1921 წელს, საბჭოთა არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ ქართველი ახალგაზრდების ხსოვნას.

მმართველი გუნდიდან ერთადერთი ვინც კოჯრის მემორიალთან მივიდა დავით მათიკაშვილი იყო.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა იუნკერები პარლამენტის შენობასთანაც გაიხსენეს.

ოკუპაციის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი facebook-ზე განცხადებით გამოეხმაურა.

დღის ამბები