18 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
დახოცილი თევზები და მოწამლული საქონელი - დიდი ლილოს ტერიტორიაზე მოწყობილი ნაგავსაყრელი და დაბინძურებული ჰაერი

დიდი ლილოს ტერიტორიაზე მოწყობილი ნაგავსაყრელით გამოწვეული უამრავი პრობლემა - ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყრელს დედაქალაქიდან ყოველდღიურად საშუალოდ ათასი ტონა ნაგავი ემატება. უზარმაზარ პოლიგონზე ერთად იყრება პლასტიკატის, პოლიეთილენის, ქაღალდის და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ნაგვის ფენა მიწით იფარება და მიწის ქვეშ ნარჩენების ბუნებრივი შეუმჩნეველი წვის პროცესი იწყება. ნარჩენი აღარ ჩანს, მაგრამ ის აგრძელებს არსებობას ნიადაგის საფარქვეშ და სხვადასხვა მავნე აირს ჰაერში აფრქვევს. 

გაზშემკრები კომპანიის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "დაგიმ", ლილოს ნაგავსაყრელზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, თბილსერვის ჯგუფმა კომპანიას თანხაც გაუზარდა, თუმცა მას სამუშაოები ახლაც არ აქვს დასრულებული.

პოლიგონის მახლობლად მდებარე სოფლების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც აქ ნაგავსაყრელი გადმოიტანეს აუტანელი სუნის და დაბინძურებული ჰაერის გამო ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

 

 

დღის ამბები