18 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
,,პასუხისმგებლობას ვაკისრებ მერიას თუ ატენზე მოხდა რაიმე უბედურება" - ატენის ქუჩის მაცხოვრებლები მერიის მაღალჩინოსნებს უჩივიან 

ატენის ქუჩის მცხოვრებლები დღეს მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ.

ადვოკატის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ადგილი მათი მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას.

საქართველოში ყველანაირი სამართლებრივი პროცესების დასრულების შემდეგ, უფლებადამცველი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ატენის 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობის უკან ბიზნესინტერესები იმალება, რომლის წინააღმდეგ, კახი კალაძე ვერ მიდის.

,,მთავარი პროკურატურა, ვინაიდან მაღალი თანამდებობის პირებს ეხება საქმე ვალდებულია დაიწყოს მოკვლევა. გაგვცეს პასუხი ჩვენ და საზოგადოებას, თუ ვინ ლობირებს და ვინ დგას ამ შესაძლო კორუფციული გარიგებების უკან.

სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ  მერიის დღევანდელ ხელმძღვანელობას თუ ატენზე მოხდა რაიმე უბედურება. მათი ბიზნეს ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქალაქის გადარჩენა და ადამიანების სიცოცხლე,“- დიმიტრი გაბუნია.

დღის ამბები