პაატა ბურჭულაძის შვილი ამ წუთებში გამოძიების კითხვებს პასუხობს.
ალექსანდრე ბურჭულაძე მის ელექტრონულ მოწყობილობებში, სავარაუდო უკანონო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.
ბურჭულაძის თქმით, სისტემაში უკანონო შეღწევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მისი მამის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით ალექსანდრე ბურჭულაძემ პროკურატურას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.
,,ცალსახაა, რომ ვიღაცამ შემოაღწია ჩემს ტელეფონში ფლობდა ჩემს ტელეფონს, იმედი მაქვს, რომ შს სამინისტრო გამოიძიებს ამ ფაქტს. დამატებით მაქვს მოტანილი მასალა, თუ რას ვუკავშირებ ამ ფაქტს“-აცხადებს ალექსანდრე ბურჭულაძე.
ბურჭულაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონში შეღწევის პირველი მცდელობა ეს არ ყოფილა. რამიშვილს იმედი აქვს, რომ შეკითხვებს პასუხი გაეცემა.