18 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ბათუმში ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა

 

ბათუმში 27 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ,,განთიადის“ ტერიტორიაზე მოხდა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, დაშავებული ნეკნებისა და ბარძაყის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდა ქალბატონს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. 

 

დღის ამბები