18 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ზურაბ ალავიძის მიერ ფაროსანასთან ბრძოლისთვის შექმნილი კომისიის სხდომის დატოვება პარლამენტარებმა გააკრიტიკეს

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს. საკომიტეტო მოსმენისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია იყო. 

მმართველი გუნდის წევრებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარ იმ ფაქტზე ისაუბრეს, როდესაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ფაროსანასთან ბრძოლისთვის შექმნილი კომისიის სხდომა დატოვა.

კანონმდებლებმა მინისტრი გააკრიტიკეს. 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის კომისია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„კომისიის სხდომა მიატოვა ერთ-ერთმა მინისტრმა, მე ვფიქრობ, რომ კომისიის თავმჯდომარე შესაბამისად, უფრო მეტ ინდულგენციას უნდა ფლობდეს, მეტ უფლებამოსილებებს, რომ თუნდაც, მისმა კოლეგამ არ მიუტოვოს სხდომა და ფაროსანასთან ბრძოლის კომისია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან თითქმის, ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ. ლევან დავითაშვილის თქმით, მისი თანხმობით დატოვა ზურაბ ალავიძემ კომისიის შეხვედრა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვაქვს ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია, როგორც ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები