18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
"თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებელში გვაქვს გარკვეული ზრდა თუმცა საგანგაშო არა"-შს მინისტრის მოადგილე

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა. გარდა საინფორმაციო კამპანიისა, საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებსაც ამზადებს, რათა არალეგალური მიგრაცია და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადი გააკონტროლოს.

ევროპელი კოლეგების დარწმუნებას, რომ ქართული მხარის ნაბიჯები ნაყოფიერი იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შეეცადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გერმანიასა და ავსტრიაში, ევროპელ კოლეგებთან გამართული შეხვედრები შეაჯამა.

„დეტალურად განვიხილეთ თავშესაფრის მაძიებლების მხრივ არსებული სტატისტიკა და ასევე დანაშაულის მაჩვენებელი. მაჩვენებელში გვაქვს გარკვეული ზრდა თუმცა საგანგაშო ეს მაჩვენებლები ნამდვილად არ არის. ჩვენ კოლეგებს გავაცანით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. იქნება ეს გვარის შეცვლის პროცედურის გართულება , რომლეიც უკვე ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ თუ საინფორმაციო კამპანია, რომელიც უკვე დავიწყეთ. ასევე ჩვენს გერმანელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის აღიარების თაობაზე, რომელიც ავსტრიას უკვე განხორციელებული აქვს. ვინაიდან ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავშესაფრის მაძიებლების განაცხადის განხილვის ვადას,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ. 

დღის ამბები