18 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
მესამე სექტორი ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად გადასადგმელ ეფექტურ ნაბიჯებზე საუბრობს

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას მესამე სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ის რა პროცესსაც ახლა საქართველო გადის, სიახლე არ არის და ეს პრობლემები უკვე გადალახა ალბანეთმა და სერბეთმა.

„პრობლემა ინფორმაციის მიწოდებაში არ არის. პრობლემა არის ორ ამბავში - ერთი რომ ეს ვადა არის გრძელი. რაც უფრო გრძელია ვადა, მით უფრო დიდი ხანი გრძელდება მოქალაქე და სარგებლობს იმ სარგებლით, რასაც აძლევენ მას როგორც თავშესაფრის მაძიებელს. აქ სიახლე არაფერი არ არის. ალბანეთს და სერბეთს ეს ყველაფერი გავლილი აქვს თავის დროზე,“-განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებისთვის გამოსავალს  ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაში ვერ ხედავს. მისი თქმით მთავარია, რომ ყველა ევროპულმა სახელმწიფომ აღიაროს საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

„მთავარი არის რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო უნდა აღიაროს ყველა ევროპულმა სახელმწიფომ რომ არ გაიზარდოს დრამატულად თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი,“-განაცხადა გიორგი გოგუაძემ.  

უმუშევრობა და ეკონომიკის განვითარების ის დონე, რომელიც არის საქართველოში -”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორის აზრით სწორედ  ესაა ის მიზეზები, რის გამოც ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი  გაიზარდა. პაატა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას გარდა საინფორმაციო კამპანიისა, უნდა ჰქონდეს დამატებითი გეგმა, რასაც განახორციელებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„მთავრობას უნდა გააჩნდეს სხვა ხედვა, გეგმა ნაბიჯები რასაც ის პარალელურად გადადგამს,“-განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.
 

დღის ამბები