უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპში საპატრიარქოც არის ჩართული.
დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მამა კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი ქვეყნის და მას სჭირდება გაფრთხილება.
„საქართველოს ეკლესია შეაგონებს საზოგადოებას, რომ არ შეიძლება ჩვენ ვიაზროვნოთ არა სახელმწიფოებრივად. იმიტომ რომ ერთია, რა მჭირდება მე პირადად. და მეორეა, რა სჭირდება ჩემს ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ამოსავალი პრიორიტეტი უნდა იყოს რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. და დარღვევა ამ რეჟიმისა , რომელიც ძალიან დიდი მონაპოვარია ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, ძალიან დიდი პრობლემებს შეუქმნის მომავალშიო ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე საქართველოს ეკლესია, საპატრიარქო ყოველთვის შეეცდება , რომ სწორი ჯანსაღი ინფორმაცია მიაწოდოს თავის მოსახლეობას,“-განაცხადა მამა კახაბერმა.