ქავთარაძეზე მერსედესის მარკის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებები ამოიღეს.
ავტომობილის მძღოლი საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა მისი თანდასწრებით ჩატარდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი შპრიცები, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად საჭირო პრეპარატები.
ავტომობილის ჩხრეკა უკვე დასრულდა და ექსპერტიზაზე გადასატანად გამოყენებულ შპრიცებთან ერთად ამოღებულია თხევადი ნივთიერებით სავსე შპრიცებიც.
ამ წუთებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს 30 წლის მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ.
ამ დროისთვის უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.