18 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
კორუფციული გარიგებები კალათბურთის ფედერაციაში-კალათბურთელ ლევან ბულაშვილის მამა პროკურატურის პასუხს ელოდება

კალათბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროსთან ღიად დაპირისპირებული ახალგაზრდა სპორტსმენის მამა პასუხგაუცემელ შეკითხვებზე განმარტებებს უკვე პროკურატურისგან ელოდება. შესაძლოა ლევან ბულაშვილის მოთხოვნით ფედერაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლა აუდიტის სამსახურმაც დაიწყოს. უკვე 2 წელია ლევან ბულაშვილი ამტკიცებს, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიც ესპანურ კლუბში კალათბურთელთა გადამზადებას უნდა მოხმარდეს, არამიზნობრივად იხარჯება.

იმ ქართველ სპორტსმენთა ჩამონათვალში, რომლებიც ესპანეთში მოსამზადებლად სახელმწიფო დაფინანსებით გაემგზავრა, ლევან ბულაშვილის შვილი, ლუკა ბულაშვილიც არის. პირველი წინააღმდეგობა კალათბურთელების ოჯახსა და ფედერაციას შორის სწორედ ამ სიის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. ლევან ბულაშვილს ყველა იმ საბანკო გადარიცხვების შესახებ აქვს დოკუმენტი, რითაც ამტკიცებს, რომ მისი შვილის მოსამზადებლად საჭირო 30 ათასი ევრო, არა სახელმწიფომ, არამედ თავად გადაიხადა. კალათბურთელის მამის თქმით, შვილის შეტანა სახელმწიფო გრანტით დაფინანსებულ კალათბურთელთა სიაში, ფედერაციის მაქინაციის ნაწილია.

ახალგაზრდა კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამა ამტკიცებს, რომ კალათბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები მას სავარაუდო კორუფციული სქემის გაშიფვრის და გასაჯაროების გამო ემუქრებიან. 

დღის ამბები