თბილისში ძლიერმა ხანძარმა კიდევ ერთი ბაზრობა გაანადგურა. ცეცხლი გვიან ღამით თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია მე-2 და მე-3 სართულზე მდებარე სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა.
მაღაზიის მეპატრონეები ეჭვობენ, რომ ხანძარი ბაზრობაზე მიზანმიმართულად გააჩინეს. მათი თქმით, შენობაში ელექტრო სისტემა ახალი გამოცვლილია, შესაბამისად გამორიცხავენ, რომ ხანძარი სადენების გაუმართაობის მიზეზით გაჩენილიყო.
მაღაზიების მეპატრონეთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ და ზარალი ათასობით ლარს აღწევს.
ადგილზე ხანძრის ჩაქრობას 40-მდე სახანძრო ბრიგადა და ათობით მეხანძრე მაშველი ცდილობდა.
პირველადი ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრობაზე ხანძარი მიზანმიმართულად გაჩნდა. მათი თქმით, სავაჭრო ობიექტზე ელექტროსისტემა ახლად გამოცვლილი და გამართული იყო.
„ეს არის ძალით გადამწვარი, ივანიშვილმა მთელი საქართველო ხომ იყიდა მაგ ფულის მონამ, კიდევ იყიდის ბევრს. ინტერესი ერთადერთი ივანიშვილს ჰქონდა. როგორც კარფური უნდა ააშენოს აქ ისე ჰქონდა ამის ინტერესი,“-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.