თეოდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის ტერიტორია, რომელსაც გუშინ ღამით ცეცხლი გაუჩნდა, კომპანია „თერგს“ ეკუთვნის.
არსებული მონაცემებით, კომპანიას რამდენიმე მოწილე ჰყავს. ჯერჯერობით მათ განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ხანძრის ადგილზე კი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისის მერი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბაზრობაზე ვიდეოსათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული, რაც გამოძიებას ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.
„3000 კვადრატი უნდა იყოს მინიმუმ დამწვარი, მაგრამ ზუსტ ციფრებს ალბათ ხვალ მოგახსენებთ. იყო ადგილზე ვიდეო მონიტორინგის საშუალებები, მეთვალყურეობის კამერები, სავარაუდოდ შეიძლება დადგენა კერა საიდან გავრცელდა. გამოძიებას აქვს სამუშაო და გამოძიება გეტყვით ზუსტ პასუხს,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.