18 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი შს მინისტრს 48 საათიან ვადას აძლევს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრს 48 საათიან ვადას აძლევს - სწორედ ამ დროის ამოწურვამდე ითხოვენ, ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული ტატუნაშვილის ახლობლები ცხედრის გადმოსვენებას.

პრემიერ მინისტრის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილის მამას მას შემდეგ შეხვდა, რაც ოჯახის წევრებმა თანასოფლელებთან ერთად პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს და დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი გადაკეტეს.

„ეს კაცი ამბობს, რომ მე რომ შემეძლოს დღესვე შევიდოდი და გამოვიყვანდიო. მაქვს რაღაც შანსები, რომ დაგიბრუნო შვილიო,“-განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს.

„მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ოჯახს გვერდში დავუდგეთ, მინისტრის, სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ცხედრის გადმოსვენება,“-აცხადებს შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები