18 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
მთავრობა თუ მაქსიმალურად არ ჩაერთვება საკითხის გადაწყვეტაში, პროტესტი გახდება ფართომასშტაბიანი -  ქაცარავა ტატუნაშვილის საქმეზე 

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა, საპროტესტო აქცია ცენტრალურ მაგისტრალზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირობის მიღების შემდეგ შეწყვიტეს.

ტატუნაშვილები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მთავრობისგან რადიკალურ ქმედებებს მოითხოვენ, იმისათვის რომ ცხინვალის რეჟიმმა ოჯახს ყოფილი სამხედროს ცხედარი დროულად გადასცეს.

საპროტესტო აქციის პარალელურად მაგისტრალზე სპეცდანიშნულების რაზმის განსაკუთრებული მობილიზება იყო.

რადიკალურ პროტესტს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და თანასოფლელებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის რეჟიმმა ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვა.

„თუ გონს არ მოეგება სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი და ჩვენი მთავრობა თუ დროზე არ ჩაერთვება მაქსიმალურად ამ საკითხის გადაწყვეტაში, ეს პროტესტი გახდება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი,“-განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.

ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა მინისტრი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხელისუფლება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად ყველა ბერკეტს იყენებს.

„აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ როდესაც ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული და ოკუპანტი არის რუსეთი, კარგად მოგეხსენებათ რა ბერკეტებიც გვაქვს,“-აცხადებს სოზარ სუბარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები