თბილისსა და სხვა ქალაქებში ბოლო პერიოდში სავაჭრო ობიექტებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს კითხვები აქვს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, მნიშნველოვანია, გამოძიებამ ხანძრების გამომწვევ მიზეზები დაადგინოს.
„სანამ ჩვენ არ გვაქვს არცერთი წინა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი და გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რა გამოიწვია მსგავსი ხანძრების გაჩენა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება. ბუნებრივია ეს კითხვები ჩნდება და მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, გააქარწყლოს ის კითხვები ჩნდება, რაც ამ საქმეებთან მიმართებით ჩნდება,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თბილისში ძლიერმა ხანძარმა კიდევ ერთი ბაზრობა გაანადგურა. ცეცხლი გვიან ღამით თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა.