18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"თავი შევიკავოთ ყოველგვარი სპეკულაციებისაგან... არ არის ახლა ის დრო სიტუაცია დავძაბოთ" - ახალგორის გამგებელი პოლიტიკოსებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიმართავს

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლების პასუხს ელოდება. ქართველი სამხედროს ახლობლები ოკუპირებული ცხინვალიდან ცხედრის უმოკლეს დროში გადმოსვენებას ითხოვენ და შინაგან საქმეთა მინისტრს ვადას ხვალამდე აძლევენ.

ოჯახის გადაწყვეტილებას ელოდებიან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობლები და თანასოფლელები. ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და მიცემულ ვადაში მიცვალებულის გადმოსვენებას არ უზრუნველყოფს, მაშინ ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

“ველოდებით ხვალინდელ დღესაც და მერე ოჯახი და ახლობლები, რასაც გადაწყვიტავენ ისე მოვიქცევით ყველა. მეუფეც იყო მოსული საპატრიარქოს მხრიდან და იგივე გვითხრეს, რომ ყველანაირ ძალას ვხმარობთ ჩვენც, ყველა, მთელი მსოფლიო, საქართველო და გვეუბნებიან, რომ ყველანაირ ძალას ვიხმართ, რომ მიცვალებული ოჯახში დაგვიბრუნდეს,“-განაცხადა ტატუნაშვილის თანასოფლელმა.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა ახალგორის გამგებელი, რომელმაც პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

„უფრო ინტენსიური მუშაობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს მიცვალებულის არჩილ ტატუნაშვილის გადმოცემისათვის და ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს  ძალიან დიდი თხოვნით, როგორც ოჯახის სახელით, ისე მთელი საზოგადოების და ახალგორის მუნიციპალიტეტის სახელით-თავი შევიკავოთ ყოველგვარი სპეკულაციებისაგან და ამ მძიმე ვითარების პოლიტიკური ქულების ჩაწერისაგან. არ არის ახლა ის დრო, რომ ჩვენ სიტუაცია დავძაბოთ და  სიტუაციის დაძაბვით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრის, ჩვენი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების წისქვილზე დავასხათ წყალი“-განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები