არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად დღეს ვეტერანთა ასოციაციის წევრები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებენ. ვეტერანები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულ გადმოსვენებას ითხოვენ.
„საქართველომ უფრო მკაცრად და უფრო რეალურად განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელსაც მოჰყვება ის შედეგი, რომ ასეთი შემდეგში აღარ განმეორდეს და დაუბრუნდეს ოჯახს ცხედარი,“-განაცხადა ვეტერანთა ასოციაციის წევრმა ედიშერ გრიგოლიამ.