18 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
დამწვარი საწყობი, მესამე სართული და სახურავი - ბოლო მონაცემებით, ბაზრობაზე 5000 კვ.მეტრი ფართობი დაიწვა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ "თერგში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, საბოლოო ინფორმაციით, დამწვარია 5000 კვ.მეტრზე მეტი ფართობი.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის განცხადებით, დამწვარია როგორც საწყობები, ასევე მესამე სართული და სახურავი.

"ხანძრის ლოკალიზება დილის 05:00 საათისთვის მოხდა და გავრცელების საშიშროება აღარ არსებობდა. დაიწყო ცალკეული კერების დაქრობის სამუშაოები, ვინაიდან საწყობში იყო დიდი რაოდენობით სხვადასხვა საქონელი,“-აცხადებს მამუკა ყირიმელი.

დღის ამბები