18 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის საქმე - ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი საკითხის ყველა შესაბამის ფორმატში განხილვას მოითხოვს

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საკითხის ყველა შესაბამის ფორმატში განხილვას მოითხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპო გრანდის შეხვდა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე მიხელ ჯანელიძემ უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია, საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და განმარტა რომ მნიშვნელოვანია საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც განიხილონ.

დღის ამბები