18 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმის განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა

დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმის განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. ბრალდება წარადგენს იმ ხელკეტს და სხვა ნივთებს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან არის ამოღებული. სასამართლო დაკითხავს ექსპერტსაც. საქმეზე სამი პირია ბრალდებული. ერთ-ერთი დაკავებული ბექა კირვალიძე, სამარტოო საკანშია გადაყვანილი.

ოჯახის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მიიღო.

კირვალიძის დედა მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„ჩემმა შვილმა დაწყო მშრალი შიმშილობა, ვინაიდან დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ამ ბიჭების უდანაშაულობა, რომ მანდ არ მომხდარა ყაჩაღობა. ეს დავით როსტომაშვილმაც ძალიან კარგად იცის, რომ მოხდა მხოლოდ ცემა და არა ყაჩაღობა,“ - აცხადებს ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი.

დღის ამბები