18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
"ახალგაზრდა ადვოკატების" რეკომენდაციით, ტაქსების საქმიანობაზე ხარისხისა და ფასის კონტროლი უნდა დაწესდეს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას ტაქსების მომსახურების სფეროს რეგულირებისთვის გარკვეული რეკომენდაციებით მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის, გიორგი ლაბაძის თქმით, ტაქსების საქმიანობაზე ხარისხისა და ფასის კონტროლი უნდა დაწესდეს და ლიცენზირების გაცემა გამკაცდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატებში“ მიაჩნიათ, რომ ტაქსების მძღოლების კვალიფიკაციასა და ავტომობილების ტექნიკურად გამართულობას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

„აუცილებელია მომხმარებლის უფლებებსა და ხარისხზე აქცენტის გაკეთება, რაც უნდა გამომდინარეობს მძღოლის კვალიფიციურობიდან და ავტომობილის ხარისხიდან გამომდინარე. მძღოლის მიერ გავლილი უნდა იქნას სამედიცინო შემოწმება, ასევე უნდა მიექცეს ყურადღებას ნასამართლეობის სტატუსს,“- განაცხადა გიორგი ლაბაძემ. 

დღის ამბები