18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
არასრულწლოვნების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - სასამართლო სხდომა 51-ე სკოლის პედაგოგების დაკითხვით გაგრძელდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა 51-ე სკოლის პედაგოგების დაკითხვით გაგრძელდა. დღეს უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მომუშავე ერთ-ერთი თვითმხილველი დაკითხეს, რომელმაც მკვლელობის შესახებ, სავარაუდოდ, ბევრ დეტალზე ისაუბრა.

სასამართლო სხდომა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დღეს სულ 3 მოწმე დაკითხეს.

დღეს დაკითხეს ერთ-ერთი თვითმხილველი, წითელი მანქანის მძღოლი.

პროკურორის, ზვიად ფხაკაძის თქმით, ექსპერტმა ბრალდებულებზე არსებული დაზიანებების შესახებ, რომლებიც, პროკურორის თქმით, შესაბამისობაშია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

„მოწმემ დასახელა კონფლიქტში მონაწილე პირების ასაკი, დაასახელა ის, რომ იყვნენ სკოლის მოსწავლეები და დაასახელა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან,“ - განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ დღეს დაკითხულ არცერთ მოწმეს სახელმწიფო ბრალდების პოზიცია არ დაუდასტურებია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით. დაკავებულია ორი არასრულწლოვანი და მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები