18 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები გორის მე-9 საჯარო სკოლაში - 14 წლის მოსწავლე სტაციონარში გადაიყვანეს

სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები გორის მე-9 საჯარო სკოლაში - ვითარებას პოლიცია არკვევს. საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები სკოლაში მანდატურმა გამოიძახა. მოზარდებს შორის კამათის დროს 1 მათგანი, 14 წლის მოსწავლე დაშავდა.

სკოლის დირექტორი კონფლიქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ მოზარდები თამაშობდნენ. სასწრაფოდ სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სტაციონარში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით მე-9 კლასის მოსწავლე საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, მას ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა.

კომენტარი მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გორის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა გააკეთა.

„ბავშვები თამაშობდნენ, წუწაობდნენ და მოხვდა იდაყვი ბავშვს მუცელში,“ - აცხადებს ეკა ხუციშვილი.

დღის ამბები